loader

"ის მოუვლელია, მისი ფრჩხილები არის დასაჭრელი, სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა... ეს არის დემენციის სიმპტომები" - ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის მოუვლელია, მისი ფრჩხილები არის დასაჭრელი, სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა... ეს არის დემენციის სიმპტომები" - ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი სააკაშვილზე

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აღენიშნება სწრაფად პროგრესირებადი დემენცია. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მან სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ დასკვნაზე მისცა ჩვენება.

„მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა. როგორც ყველა დემენციის პაციენტს აღენიშნება, მას აქვს შესანიშნავი მეხსიერება წარსულთან დაკავშირებით. როცა სკოლაში იყო, როცა ახალგაზრდა იყო, მისი კარიერა, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საშინელი მეხსიერება აღენიშნება. მას აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის პრობლემა. წინაზე მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა მისი აზროვნების უნარი არის ძალიან შენელებული და ხანდახან დაბნეულიც არის. მისი გარეგნობა ძალიან შელახულია. ის მოუვლელია. მისი ფრჩხილები არის დასაჭრელი. ეს არის დემენციის სიმპტომები. ის ავლენს სისუსტეს. მას სკამიდან ადგომა უჭირს. სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა. საპირფარეშოზე აქვს დაკარგული მგრძნობელობა. ის გრძნობს მკლავებსა და ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებს", - განაცხადა გოლდსმიტმა.