loader

"თუ დაიწყებს გახდას, გამოვრთავთ" - სააკაშვილის პირველი კომენტარი სასამართლოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ დაიწყებს გახდას, გამოვრთავთ" - სააკაშვილის პირველი კომენტარი სასამართლოზე

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ერთვება, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, წამოდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის თავისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა, თუმცა მსჯავრდებულ პრეზიდენტს მოსამართლე გიორგი არევაძემ ამის უფლება არ მისცა.

„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, დაახლოებით, აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძის მიმართვაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს გაშიშვლებას დაიწყებდა, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.

„სურვილის შემთხვევაში წამოდგეს; გახდის შემთხვევაში, თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ და აღარ მიგაღებინებთ მონაწილეობას“, - განაცხადა მოსამართლემ.