ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა გადასცა საჩუქრად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.
უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
„დაე, ღმერთი ფარავდეს ჩვენს მამაც ჯარისკაცებს და მოქალაქეებს; დაე, ღმერთი ფარავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებული ახალი წელი, Slava Ukraini!”
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა.
დროშების გადაცემას კონგრესმენების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.