loader

"არ უყვარს თავისი დაბადების დღე. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა" - როგორ ულოცავს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ უყვარს თავისი დაბადების დღე. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა" - როგორ ულოცავს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს?

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისი დაბადების დღეები არ უყვარს .

„დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

არ დავდებ ფოტოს და არაფერს, რადგან ძალიან მტკივნეულია ამის გაძლება, როგორც ყველა ვიდეო ან ფოტო, რომელიც ბოლო დროს იდება, რომლებიც ამდაბლებს მას და მის ღირსებას.

განსაკუთრებულად არ უყვარს თავისი დაბადების დღეები. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა.

დღეს შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაცია იყოს. იმიტომ, რომ სასამართლო ხვალაა და ბევრს სურს ისევ სხვადასხვა დეზინფორმაციის, ინტრიგების, სხვადასხვა ბოროტების გაქცევა, რომ მთავარიდან ყურადღება გადაიტანოს.

ნუ წამოეგებით მათ ნათქვამს, ვინც ამბობს, რომ „კარგად იქნება, რადგან ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტა“.

ეს ყველაფერი ხშირად კეთდება იმისთვის, რომ ხალხი გაუგებრობაში ამყოფონ.

ყველას გამძლეობას ვუსურვებ! ასევე, კრიტიკული და ბრძნული აზროვნების უნარს!“. – წერს ლიზა იასკო.

21 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუბილარია. მას 55 წელი შეუსრულდა.