"ერთადერთ ადამიანს ვუპასუხე, მიუღებელი იყო" - რას ჰყვება 8 თვის ორსული, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
ეს 23 წლის ლიკუნა მაჭავარიანია, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ინტერიერის დიზაინერი. ლიკუნა 3 კვირაში პირველი შვილის დედა გახდება, თუმცა ორსულობას მისთვის ხელი არ შეუშლია და კვლავ აქტიურად ვარჯიშობს. ამბობს, რომ ორსულობის პერიოდში აქტიური ცხოვრება ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია. ლიკუნა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც აქტიურად ვარჯიშობს. მის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მისი აქტივობა ნეგატიურად შეაფასა.