loader

კადრები ბათუმიდან, სადაც "ლიბერთი ბანკის" შენობა დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმიდან, სადაც "ლიბერთი ბანკის" შენობა დაიწვა

ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ავტორი: მარიკო კეკელიძე