loader

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავეს

ბათუმში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი დააკავა.

იოსებ სირაბიძე საგამოძიებო სამსახურშია გადაყვანილი.

საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე გიორგი კირთაძეც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს გუშინ დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.