loader

“ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! საუბარია, სავარაუდოდ, 1 მილიონი ჩინელის მსხვერპლზე; ახალი ვარიანტის ჩამოყალიბების ალბათობა არის მაღალი“ - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! საუბარია, სავარაუდოდ, 1 მილიონი ჩინელის მსხვერპლზე; ახალი ვარიანტის ჩამოყალიბების ალბათობა არის მაღალი“ - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კადრებს ავრცელებს

“ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! კოვიდი უკონტროლო გახდა! ის, რაც მსოფლიომ 2 წლის მანძილზე გადაიტანა (კოვიდის 9 ტალღამდე), ჩინეთშს ერთბაშად გადაუვლის ამ ზამთარს. სავარაუდოდ, 3 ტალღა ექნებათ თებერვლის ბოლომდე.

სამწუხაროდ, ადრეული შეფასებები გადასახედი გახდა და დღეს უკვე საუბარია, სავარაუდოდ, 1 მილიონი ჩინელის მსხვერპლზე ამ ზამთარს მარტო.

სავარაუდოდ, 800 მილიონამდე დაინფიცირებულ ჩინეთში ახალი ვარიანტის ჩამოყალიბების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი…

ყველგან, სადაც პოლიტიკოსები ერევიან ჯანდაცვის სფეროში “ექსპერტებად”, ყველგან გვაქვს პრობლემები. ნათელი მაგალითებიც გვაქვს: შვედეთი, ბრაზილია, ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი და აგერ საქართველო… საქართველოში კი არის ჩამოყალიბებული არაერთგზის “ჯოგური იმუნიტეტი” და ეს ზამთარი უკვე ჩვეულებრივ “რეჟიმში” გადავაგორებთ, ოღონდ “ზამთარი” იქნება მარტის ჩათვლით და პირბადე მაინც გამოიყენეთ.“ - წერს გიორგი ფხაკაძე.