“გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული, მტკივა და მენატრება უკვე მისი სიყვარული“ - დალი ჩიტალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
“მართალი უთქვამთ, მშობელს ასაკი არ ააქვსო…. ჩემმა მამიკომ ღირსეული და ტკივილით სავსე 90 წელი განვლო ამ ქვეყანაზე, აქედან 60 წელი თავის უსაყვარლეს მეუღლესთან გეტუნიასთან ერთად, ტკბილი და თბილი , ნიჭიერი და უკეთილშობილესი, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი, ყოველთვის მქონდა მისი იმედი.
რომ არა ორი შვილის გარდაცვალების ტრაგედია შეიძლება 100 წელიც ეცხოვრა, და მისი ბრჭყვიალა და თბილი ღიმილით გაეთბო სამყარო და საყვარელი ადამიანები.
გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული, მტკივა და მენატრება უკვე მისი სიყვარული, ასეთი სიყვარულით სავსე ადამიანებით არსებობს ეს სამყარო და იარსებებს, სანამ ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულის გაზიარებას შევძლებთ.
გამოსვენება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარიდან
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი #33
P.S. უღრმესი მადლობა Nino Nadiradze-ს და კლინიკა ვივამედი • Vivamedi, ასეთი მზრუნველობისთვის და Ia Parulava-ს ამ ლამაზი სიუჟეტისთვის.“ - წერს დალი ჩიტალაძე.