loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც პატრული და სასწრაფო მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც პატრული და სასწრაფო მივიდა

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა შარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა და მას თავისუფლება შეუზღუდეს.

„ოფისში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მომეცა. თავისუფლება შემიზღუდეს, ოთახში ჩამკეტეს, ამიტომ მივმართე სამართალდამცავებს. ნიკა მელიასთვის კითხვების დასმა მინდოდა, ამის საშუალება არ მომეცა და ჩემზე იძალადეს”, - განაცხადა ირმა შარაძემ.

ავტორი: მარიკო კეკელიძე