loader

"როგორ ბედავ მიშას სახელით ვაჭრობას?" - კადრები ბათუმიდან, სადაც ნიკა მელიას აქტივისტი დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ ბედავ მიშას სახელით ვაჭრობას?" - კადრები ბათუმიდან, სადაც ნიკა მელიას აქტივისტი დაუპირისპირდა

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაური იყო.

ენმ-ს ლიდერს, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდა.

აქტივისტის განცხადებით, ნიკა მელიას ბრალი მიუძღვის იმაში, რომ უმოქმედოდაა და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს, რის გამოც, სიტყვიერი დაპირისპირება იყოს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებსა და აღნიშნულ პირს შორის.

ენმ-ს პარტიის ბათუმის ოფისში, სადაც ნიკა მელია პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს, აღნიშნული პირი შენობაში შესვლას ცდილობდა, რის საშუალებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ აძლევდნენ, თუმცა, მოგვიანებით ეს მაინც მოახერხა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძე, პარტიის ოფისთან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთმა ადამიანმა სცადა, შეხვედრის ჩაშლა, რაც ყველამ ნახა.

„ერთმა ადამიანმა სცადა შეხვედრის ჩაშლა, ყველა ხედავთ რა ბრძოლაში ვართ შესული. “ქართული ოცნების” საქმეს ზოგი შეგნებით, ზოგი კი, შეუგნებლად აკეთებს. ეცადნენ ნიკა მელიას ბათუმის შეხვედრის ჩაშლას”,- განაცხადა კირთაძემ.

ავტორი: მარიკო კეკელიძე