"ჩერჩილის ბიოგრაფია წაგიკითხავთ? რეიგანის? ან ლი კუან იუ-სი? რომელი მათგანი არ იყო ისეთივე “გიჟი”, როგორიც არის მიშა" - რას წერს ვერა ქობალია მიხეილ სააკაშვილზე?
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრებს და ამ კადრებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების შეფასებებს ეხმიანება. ქობალია აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში წერს.
"გიჟიაო, კლინიკაში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა იწვესო. მე როგორც მივხვდი, არაორდინარული თუ ხარ, მაშინ გიჟი ხარ.
ჩერჩილის ბიოგრაფია წაგიკითხავთ? რეიგანის? ან ლი კუან იუ-სი? რომელი მათგანი არ იყო ისეთივე “გიჟი”, როგორიც არის მიშა.
ჩემი ყურით მოსმენილი მაქვს როგორ ეკითხებოდნენ და იღებდნენ რჩევებს მისგან მაკკეინი, კაჩინსკი, იუშენკო, ზელენსკი. ეგენიც ეტყობა "გიჟები" იყვნენ ან არიან.და რამდენი ევროპელი პოლიტიკოსი დღეს მეუბნება, "როგორ ვერ მოვუსმინეთ მიშას და როგორი სწორი იყო" რუსეთთან მიმართებაში.
ისტორია სამწუხაროდ მეორდება. ალბათ სანამ ვერ ვისწავლით ჩვენივე შეცდომებს ესე წრეზე ვივლით", - წერს ვერა ქობალია.