ვრცელდება ავარიის ამსახველი კადრები, დაიღუპა 8, დაშავდა 22 - უბედური შემთხვევა რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში მოხდა
რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
TASS-ის ცნობით, დაიღუპა 8 ადამიანი, მათგან ერთი რეანიმაციაში გარდაიცვალა და დაშავდა 22, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.