loader

"დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ: გახლეჩილია ქვეყანა და რა დროს პოეზიაა? - სწორედ ახლაა პოეზიის დრო - პოეზია არის ის, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ: გახლეჩილია ქვეყანა და რა დროს პოეზიაა? - სწორედ ახლაა პოეზიის დრო - პოეზია არის ის, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის ,,სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირსშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს მისი განსაკუთებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.