”თანამედროვე გრამაფონი” ხის ფირფიტებზე უკრავს
”თანამედროვე გრამაფონი” გადაჭრილ ხეზე არსებულ წლიურ ხაზებს ”კითხულობს” და სიძლიერისა და ასაკის მიხედვით მუსიკად გარდაქმნის. საგანგებოდ აწყობილ აპარატში, რომელსაც შემქმნელებმა "წლები" უწოდეს, ათავსებენ ფირფიტის ზომის ხის ნაჭრებს, ტრადიციულ გრამაფონზე არსებული ნემსის ნაცვლად კი ფირფიტას კომპიუტერული თვალი კითხულობს.