"მიუხედავად ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება" - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა, პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.