7 მთავარი სიმპტომი, რომლებიც აქლემის გრიპს ახასიათებს - ახალი ვირუსი და გაფრთხილება საზოგადოებას!
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. დღის წესრიგში ამჯერად ახალი ვირუსი - აქლემის გრიპი დგას.
უცხოური მედია სულ უფრო ხშირად განიხილავს შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის -მერსის გავრცელების რისკებს. ექსპერტები შიშობენ, რომ შეიძლება აქლემის გრიპის შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, რადგან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, კატარში, ახლა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია. ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად სტუმრობენ იმ ტურისტულ სივრცეებს, სადაც აქლემით გასეირნებას შეძლებენ, ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყარო კი სწორედ ეს ცხოველია.
რა არის აქლემის გრიპი და რატომ იდენტიფიცირდება, როგორც საშიში ვირუსი? როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, „აქლემის გრიპი“ არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც კორონავირუსი, სახელწოდებით - MERS-CoV-ი. იწვევს.