“კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება“ - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოს კიდევ ერთი გლობალური პანდემია ელოდება, - ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
“ვმუშაობთ კოვიდ-19-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკეთ ვართ მომზადებული, გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის გამოწვევებს, მათ შორის, მომდევნო პანდემიას – და აუცილებლად იქნება ერთი“, - აღნიშნა ბაიდენმა ვაშინგტონში, აშშ-აფრიკის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა სექტემბერში განაცხადა, რომ პანდემია დასრულდა.