ვრცელდება დაპირისპირებისა და შეტაკებების ამსახველი კადრები, რომლის დროსაც ბიჭი მოკლეს - "საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქში ბიჭს მანქანა "ძალადობრივად დაეჯახა"
საფრანგეთის სამხრეთ ქალაქ მონპელიეში ბიჭი მოკლეს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის შემდეგ, საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებისას.
ადგილობრივი ხელისუფლების ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქში ბიჭს მანქანა "ძალადობრივად დაეჯახა".
ცნობისთვის, გუშინდელი თამაში საფრანგეთის სასარგებლოდ, 2-0 დასრულდა, რითიც ქვეყანამ საგზური მოიპოვა ფინალში, სადაც არგენტინას შეხვდება.