loader

“ეს კადრები არის სიველურე, ჩვენი მტრის გულის გასახარი, სისასტიკის დემონსტრირება, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა მსოფლიოში“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს კადრები არის სიველურე, ჩვენი მტრის გულის გასახარი, სისასტიკის დემონსტრირება, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა მსოფლიოში“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებზე

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

“შემზარავია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დღეს გავრცელებული კადრები. ნებისმიერ პატიმარს, ვინც ასეთ მდგომარეობაშია, დაუყოვნებლივ უნდა გადაუვადდეს სასჯელი და მიეცეს სრულყოფილი მკურნალობის საშუალება. თავისუფლების აღკვეთა არავისთვის არ შეიძლება იყოს სიკვდილით დასჯა. მით უმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც საქართველოს ცნობილი სახე იყო მთელ მსოფლიოში.

ეს კადრები არის სიველურე, ჩვენი მტრის გულის გასახარი, სისასტიკის დემონსტრირება, პირადი სფეროს ფეხით გათელვა, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა მსოფლიოში. საქართველომ არ უნდა დაუშვას კიდევ ერთხელ 30 წლის წინანდელი ცოდვის გამეორება. მიეცით ადამიანს სრულყოფილი მკურნალობის საშუალება!

P.S. პატიმრის ღირსება, ისევე, როგორც ქალი, ბავშვი ან სნეული ადამიანი, ყოველთვის ხელშეუხებელი იყო საქართველოში. პატიმარზე არათუ გაიცინებდა, არაფრით ძვირს არ იტყოდა ვაჟკაცი კაცი. რა სამწუხაროა, რომ ამ ღირებულების კატასტროფულ დეგრადაციასაც ვხედავთ ზოგიერთი ქართველის არაადამიანობის და ცინიკური სისასტიკის გამო.“