loader

“ჩემი შემთხვევა, სამწუხაროდ, გამოუვალია! კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს და რაც მთავარია, მაყურებელს!“ - მსახიობი ნიკა კუჭავა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი შემთხვევა, სამწუხაროდ, გამოუვალია! კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს და რაც მთავარია, მაყურებელს!“ - მსახიობი ნიკა კუჭავა მიმართვას ავრცელებს

“მეგობრებო და ძვირფასო მაყურებელო! ჩემ გამო რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა და დამიჯერეთ, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაქვს ანთებითი პროცესი ტერფზე და გაუსაძლისი ტკივილების გარდა, ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცვამ.

რამდენიმე მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა თეატრში და მესმის მათი! კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. ამდენი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ჩემ გამო სპექტაკლები მოიხსნა და მერწმუნეთ, მსახიობისთვის ეს ძალიან, ძალიან უსიამოვნო მომენტია!

სამწუხაროდ, ეს არ არის გაციება, სიცხე, სურდო და ა.შ, რომლის დროსაც არაერთი მსახიობი მდგარა სცენაზე და ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის სიამოვნება მიუნიჭებია. - ჩემი შემთხვევა, სამწუხაროდ, გამოუვალია!

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს, კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია, მაყურებელს!

P.S. ჩვენც ადამიანები ვართ.“ - წერს ნიკა კუჭავა.