"რა ქნეს ამ კადრებით? დაამცირეს!" - ნანუკა ჟორჟოლიანი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმაურება
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, პენიტენციური სამსახურის მიერ, კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი კადრების გასაჯაროებას ეხმაურება და წერს:
"ვისაც მიშას ნერვული შეტევების უკვირს, ყველას იგივეს ვუსურვებ, რაც მას სჭირს ჯანმრთელობის ამბავში. რა ქნეს ამ კადრებით? დაამცირეს! აქამდე მხოლოდ ბიძინა უყურებდა ამ ყველაფერს, ახლა გადაწყვიტა ხალხიც გაართოს. ჰო, მართლა, კადრები ოქტომბრისაა," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.