loader

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ევროპარლამენტარების მოთხოვნით შეწყვიტა - მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ევროპარლამენტარების მოთხოვნით შეწყვიტა - მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ ის განცხადებას ავრცელებს:

"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის განხილვებში, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია," - წერს მიხეილ სააკაშვილი.