"აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - ირაკლი ჩიხლაძე ოპერატორის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს
"მთავარი არხის" ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როცა ერთ-ერთმა ოპერატორმა ხელი ჰკრა. აღმოჩნდა, რომ ოპერატორი ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელია. აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "იმედის" საინფორმაციო ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე:
"კადრები, რომელიც ვიხილე, არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არცერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად ვერ წაახალისებს ვერავინ. ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს" - წერს ირაკლი ჩიხლაძე.