"ეს წამოსცდა და ვიდეო ყველა საიტიდან გამქრალია; საზოგადოებას უთხარით სიმართლე, რაის მესამე პრეზიდენტი, ის არის დიქტატორი და მკვლელი" - ირაკლი კობახიძე
მართლა ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე - სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი ავანტიურისტი და მკვლელი სინამდვილეში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ბელადი, რომელმაც საქართველოში რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლა.