loader

“იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის" - შალვა ხაჭაპურიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის" - შალვა ხაჭაპურიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის რომ დღეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ად­გილ­ზე იყოს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გე­ბო­და.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს კლი­ნი­კა­ში ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა.

"დი­ნა­მი­კა­ში უნდა იყოს ნაჩ­ვე­ნე­ბი, უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა თუ არა. სა­ერ­თოდ, არა­ნა­ი­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა რომ არ არ­სე­ბობ­დეს, უნდა შე­ხე­დოთ სა­ა­კაშ­ვილს და და­ი­ნა­ხავთ, რომ ეს არის მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნი. ამის ჩვე­ნე­ბა არ უნ­დათ, რომ არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა. ამის და­მალ­ვის მცდე­ლო­ბა იყო.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე დღეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ად­გილ­ზე რომ ვიყო, გა­დავ­დგე­ბო­დი, შემ­რცხვე­ბო­და და ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, ქუ­თა­ი­სე­ლია, იტაქ­სა­ვებ­და, იქ სა­ცო­ბე­ბი არ არის და კარ­გად გა­მო­უ­ვი­დო­და, უფრო მეტ ფულს იშო­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.