რატომ შექმნა პოლიციამ 3D თამაში ”პოლიცია”?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი ქართული 3D თამაში შექმნა. ინტერნეტთამაშს ”პოლიცია” ქვია. მისი მთავარი გმირი პოლიციელია, მთავარი მოწინააღმდეგე კი - რუსი ჯაშუში. პირველი ქართული 3D მულტფილმის შემქმნელი შალვა რამიშვილი პირველი 3D თამაშის შემქმნელებს კრეატივსა და დრამატურგიას უწუნებს. ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი თამაშის შექმნა აგრესიის დონეს გაზრდის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც შემეცნებითი თამაშები არ არსებობს. პიარის სპეციალისტს, კახა მაღრაძეს კი მოსწონს თამაშის იდეა, როდესაც ვირტუალურ სივრცეში რეალობაა ასახული.
ავტორები:
ქეთი შარაშენიძე, ავთანდილ სურმავა