loader

"თუ ქვეყნის პრეზიდენტი გარდაიცვალა, შედეგი რა იქნება?" - ლადო აფხაზავა საქართველოს პატრიარქს, პრეზიდენტს და პრემირ-მინისტრს თხოვნით მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ქვეყნის პრეზიდენტი გარდაიცვალა, შედეგი რა იქნება?" - ლადო აფხაზავა საქართველოს პატრიარქს, პრეზიდენტს და პრემირ-მინისტრს თხოვნით მიმართავს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში წერს:

"ამ დღეებში ყველა დუმილს ირჩევს, მაგრამ ჩემთვის დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. თუნდაც ჩამქოლონ ტროლებმა და ბოტებმა, მე მაინც უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი. ყველა უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას და ამ დროს ქვეყნის რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ.გთხოვთ, ნუ გაწირავთ ქვეყანას იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მოგანიჭათ მანდატი ქვეყნის მართვის, თან მესამედ.

ნუ გავთელავთ იმ ადამიანების გმირულ საქმეებს, რომლებმაც ქვეყნისთვის სისხლი დაღვარეს. გთხოვთ, ყველანი დავდგეთ ქვეყნის გვერდით და არა ბრაზისა და შურისძიების მხარეს, რადგან ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრება ქვეყანას არაფერს არგებს.

გთხოვთ, ბატონო პრემიერო, გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, უწმინდესო პატრიარქო, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გადასარჩენად.და თუ ქვეყნის პრეზიდენტი გარდაიცვალა, შედეგი რა იქნება? მისი გარდაცვალების შემდეგ არ არის მოსალოდნელი სტაბილურობა, არ არის მოსალოდნელი განვითარება, არ არის მოსალოდნელი ღვთის წყალობაც.გთხოვთ მაპატიეთ, იქნებ ისე არ ვფიქრობ, როგორც თქვენ.რა გვაქვს სიყვარულზე მეტი?!" - წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში