ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლებლობა ექნება, 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, მიუხედავად განკარგულების გაცემისა, ახლა კლინიკა „ვივამედისგან“ ელოდებიან ნებართვის გაცემას.
მისი თქმით, კლინიკისგან პასუხი ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეებიც.