loader

უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სტრატეგიულ ხიდს დაარტყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სტრატეგიულ ხიდს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლსა და სოფელ კონსტანტინოვკის დამაკავშირებელ ხიდს დაარტყეს, რომლის საშუალებითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მელიტოპოლში "დაიღალა" ხიდი, რომელიც ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის "დაღლილობის" შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰქონდათ ოკუპანტებს აღმოსავლეთით სამხედრო ტექნიკა“, - დაწერა მელიტოპოლის მერმა „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაძირულია. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. რუსებმა აღიარეს, რომ ხიდის საყრდენები დაზიანდა.