ცხვრის პარსვის ჩემპიონატი ახალ ზელანდიაში
ახალ ზელანდიაში გამართულ ცხვრის პარსვის ჩემპიონატში, რომელშიც მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, გამარჯვებული შოტლანდიელი ჯონ კირკპატრიკი გახდა. მონაწილეებმა, რამდენიმე სააათიანი ღონისძიების დროს 4,500მდე ცხვარი გაკრიჭეს. გამარჯვებული 3 ათასი დოლარის მფლობელი გახდა.
ცხვრის პარსვის რეკორდსმენი კემ ფერგიუსონია, რომელმაც რვა საათში 742 ცხვარი გაპარსა.
ცხვრის პარსვის რეკორდსმენი კემ ფერგიუსონია, რომელმაც რვა საათში 742 ცხვარი გაპარსა.