loader

ნორა კვიციანი, იგივე დედა ქეთევანი, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნორა კვიციანი, იგივე დედა ქეთევანი, გარდაიცვალა

ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, რომელსაც მონაზვნად აღკვეცის შემდეგ დედა ქეთევანი ეწოდა, გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

2006 წლის 25 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი ბა­ტა­ლი­ონ "მო­ნა­დი­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ. 27 ივ­ლისს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კვი­ცი­ა­ნის და ნორა არ­ღვლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, სახ­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ამო­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ქონ­ლის მით­ვი­სე­ბა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ნორა არ­ღვლი­ან­მა ცი­ხე­ში 6 წელი გა­ა­ტა­რა. ის 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 2017 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ნორა კვი­ცი­ა­ნი ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში გა­ა­მარ­თლა. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნორა არ­ღვლი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს და ბრალ­დე­ბა ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­რუდ­გი­ნეს.

მიმ­დი­ნა­რე წელს ნორა კვი­ცი­ა­ნი მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა და დედა ქე­თე­ვა­ნი ეწო­და.

4 თვის წინ AMBEBI.GE -მა ნორა კი­ცი­ან­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.