“იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო... ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ამ ახალგაზრდას უკეთებდნენ“ - კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭს “მორფინის“ იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო, ხოლო კლინიკის უფროსმა მედდამ ავადმყოფის ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად ხელი თავად მოაწერა, რითაც დოკუმენტი გაყალბდა.
“ამ გაყალბებული დოკუმენტითაც კი იკვეთება, რომ კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო. ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ესენი ამ ახალგაზრდას უკეთებდნენ. ამიტომ ვითხოვთ უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას. გამოძიებისას დადგინდება, თუ ვინ, რატომ დაავალა ხელმოწერა სხვის ნაცვლად. ის ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ მევალებოდა ხელმოწერა და მაინც მოვაწერეო, დამირეკეს და მითხრეს, ხელი მოაწერეო". - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
ვრცლად იხილეთ interpressnews.ge