“სანადირო თოფიდან ზურგის არეში ესროლა... ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“ - ახალი დეტალები მამამთილის მიერ რძლის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით
მამამთილმა რძალი მოკლა აჭარაში. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მოხდა.
63 წლის მამაკაცმა 40 წლის ქალს სანადირო თოფიდან ზურგის არეში ესროლა - ის ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
მამამთილი დაკავებულია, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
ვიდეო: რუსთავი 2