გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, როდის ჩატარდება "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები
გადაწყვეტილება მიღებულია - ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში შიდა პატიული არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება. გადაწყვეტილება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ცოტა ხნის წინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. გაირკვა არჩევნების ფორმატიც - ის ბლოქჩეინით ჩატარდება.
აღნიშნულ ფორმატს მხარი პარტიის 69 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 1.