"ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს" - ქეთი მელუა ბიჭის დედა გახდა
ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა დედა გახდა. სიახლის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ეს იყო საუკეთესო თვე. ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია, არც ასეთი ძლიერი დაღლა! ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის და საოცარ პატივს ვცემ მარტოხელა დედებს. მაგრამ ეს ჩახუტება განსხვავებულია..."