"აუცილებლად მივალ იმ ოჯახში, ვის გამოც გადამიარეთ და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას" - გივიკო დიდია
გუშინ ბლოგერმა გივიკო დიდიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ ის ცნობილ ტელეწამყვანებთან ერთად ცეკვავდა. ამის გამო ბლოგერი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკეს, რადგან მეზობელ სოფელში გლოვა იყო გამოცხადებული.
ბლოგერმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და სწორედ ამიტომ ატვირთა ვიდეოები.
"ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია. ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული - ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო ! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას . ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის . მართლა როგორ გყვარებივართ . მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი . მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ .მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს , როგორიც თქვენ გიყვართ" - წერს გივიკო დიდია.