"გავიარე ტანჯვით აღსავსე გზა, ვიყავი სიკვდილის პირას... ექიმები ამბობენ, რომ ეს არის სასწაული და რომ ჩემი შემთხვევა სამედიცინო ენციკლოპედიაშია შესატანი" - ლევან ვასაძე
"ამ შოკისმომგვრელი დიაგნოზისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს დაავადება არ იყო შემთხვევით. კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან ადვილი მისაგნები საიდუმლოებაა... ერთ საათში შეიძლება ამ საქმის გახსნა...
გავიარე ზღვარსმიღმიერი ტანჯვით აღსავსე გზა, 24 ქიმიოთერაპიის კურსი ჩავიტარე, ვიყავი სიკვდილის პირას...
იანვარში ენით აღუწერელი მდგომარეობიდან დაიწყო ჩემი ნელ-ნელა გამოჯანმრთელება. ის შედეგი, რაც გვაქვს, სამედიცინო თვალსაზრისით, ჩემი ექიმების აზრით, არის შეუძლებელი. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სასწაული და მათ არ ესმით, როგორ შეიძლებოდა იმ მდგომარეობიდან ასეთ შედეგამდე, ანუ სრულ გამოჯანმრთელებამდე მისვლა. მათ ისიც კი უთქვამთ, რომ ჩემი შემთხვევა სამედიცინო ენციკლოპედიაშია შესატანი", - აცხადებს მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" (ერი) დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე.