საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.
აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.