"ეს არის ძალიან ამორალური, როდესაც ადამიანს თანხის სანაცვლოდ სთავაზობ საომარ მოქმედებაში მონაწილეობას" - ალუდა ღუდუშაური
თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა არის მოქალაქეების ღირსების აყრა - „დათა თუთაშხიაში" კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს, ის არის მთავარი. ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაურ მამუკა მამულაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ღუდუშაურის შეფასებით, ფულის სანაცვლოდ მეომრის დაქირავება ამორალურია, რაც უნდა დიდი მიზანი გამოძრავებდეს და იქვე დასძენს, რომ ასეთი მიზანი აქ არ იკვეთება.