loader

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში არ გაიმართება და მას გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დღესვე გადაასვენებენ.

„ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის, ჯაბას დაღუპვა უდიდესი დანაკარგია, ისევე, როგორც ყველა ქართველი მეომრის. ჩვენი თითოეული გმირი ერთიათასად ღირს ჩვენთვის“, - აღნიშნა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.

ცნობისთვის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია 1-ელ დეკემბერს დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ხოფერია, რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებების გამო 5 დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.