დავით ბაქრაძე - პარტიების შესახებ კანონში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდება
საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, აქამდეც არ იზღუდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს დაავალა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ამ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართონ და აუხსნან, კანონი არც მათი და არც დონორების საქმიანობას არ აფერხებს. მისივე თქმით, პირველ რიგში ის საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მოწვეულები, რომლებმაც კანონთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო, პარტიებთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერეს.
რაც შეეხება ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კანონში მათთან დაკავშირებითაც შევა დაზუსტება, რათა შიშის საფუძველი აღარ არსებობდეს.
ბაქრაძემ გასულ კვირას არასამთავრობო ორგანზიაციებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის შეხვედრაზეც ისაუბრა და მას კონსტრუქციული პროცესი უწოდა. მისი თქმით, გამოიკვეთა რიგი საკითხები, რაც შეიძლება კანონში დაზუსტდეს ისე, რომ არც კანონის სულისკვეთება შეფერხდეს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაცვის განცდა ჰქონდეთ.
"იმედი მაქვს, არასამთავრობო სექტორთან გამართული კონსულტაციებით რაციონალურ და კონკრეტულ შედეგამდე მივალთ", - დასძინა ბაქრაძემ.