სასიხარულო სიახლე სეზონური გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით - უფასოდ ვაქცინაცია კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდება
10 დეკემბრის ჩათვლით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა. მოგვიანებით ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის ისევ უფასო იქნება.