loader

“ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი არაადამიანობაა“ - სერგეი ლავროვი საპირფარეშოზე დაწერილმა WC-მ აღაშფოთა, რადგან ოთახით სარგებლობა ქალებსაც შეეძლოთ და მამაკაცებსაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი არაადამიანობაა“ - სერგეი ლავროვი საპირფარეშოზე დაწერილმა WC-მ აღაშფოთა, რადგან ოთახით სარგებლობა ქალებსაც შეეძლოთ და მამაკაცებსაც

სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, გასულ წელს, შვედეთში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი გაიხსენა.

მისი თქმით, მან იკითხა, თუ სად იყო საპირფარეშო და აღმოაჩინა, რომ ოთახი, რომელზეც გაკრული იყო აბრა WC, ორივე სქესისთვის იყო განკუთვნილი.

“ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი არაადამიანობაა“ - განაცხადა ლავროვმა საერთო მოხმარების საპირფარეშოზე.

მედია ვიდეოს აქტიურად განიხილავს და რუსეთში არსებული საპირფარეშოების შესახებ ხუმრობენ, რომლებზეც ჟურნალისტები სიუჟეტებსაც კი აკეთებენ.