"იდიოტებო, ვინც ეს გააკეთეთ... ვიღაცა ავადმყოფებმა ამოიღეს და ამ ვიდეოს ავრცელებენ" - ინგა გრიგოლიას მიმართვა
"მე ამომიგდეს ვიდეო, ხალხო, იუმორისტული გადაცემისთვის გადაღებული გვქონდა, ვითომ იყო თოქ-შოუ, პროდასავლელებსა და პრორუსებს შორის. ოღონდ მართლა იუმორისტული გადაცემა და ვიღაცა ავადმყოფებმა ამოიღეს და ამ ვიდეოს ავრცელებენ, როგორც მე ანტიდასავლელი და ამერიკასთან მებრძოლი ჟურნალისტი. იდიოტებო, ვინც ეს გააკეთეთ, აგერ, კაცი გეუბნებათ, რომ მისი სცენარი იყო ეს და იყო იუმორისტული", - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.