loader

“დიდი ალბათობით, ამ რუკასთან ქართველ მეცნიერებს შეხება დღემდე არ ჰქონიათ - ასეთი საქართველო ამ პერიოდის რუკებზე მანამდე არ მინახავს“ - გიორგი კალანდია საინტერესო აღმოჩენის შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დიდი ალბათობით, ამ რუკასთან ქართველ მეცნიერებს შეხება დღემდე არ ჰქონიათ - ასეთი საქართველო ამ პერიოდის რუკებზე მანამდე არ მინახავს“ - გიორგი კალანდია საინტერესო აღმოჩენის შესახებ საუბრობს

“დიდი ალბათობით, ამ რუკასთან ქართველ მეცნიერებს შეხება დღემდე არ ჰქონიათ - ასეთი საქართველო ამ პერიოდის რუკებზე მანამდე არ მინახავს“ - გიორგი კალანდია საინტერესო აღმოჩენის შესახებ საუბრობს

ჟურნალისტი, ისტორიკოსი და მეცნიერი გიორგი კალანდია საზოგადოებას საქართველოს შესახებ საინტერესო აღმოჩენას უზიარებს:

“დანამდვილებით ვერ ვიტყვი, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ რუკასთან შეხება ქართველ მეცნიერებს დღემდე არ ჰქონიათ. ის 1688 წელს ვენეციელი ვინცენზო კორონელის მიერ ბავარიელი პრინცის გლობუსისათვის შეიქმნა...

ასეთი საქართველო ამ პერიოდის რუკებზე მე მანამდე არ მინახავს. ის ორ ზღვას შუაა გადაჭიმული, საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროს თითქმის ყირიმის ნახევარკუნძულამდე მიუყვება, სამხრეთით ვანის ტბამდეა ჩასული, აღმოსავლეთით შამახიას და კასპიის ნაპირებს ესაზღვრება. აქვე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: აფხაზების სამოსახლო სოჭის ზემოთაა ( წარწერა Sochisum) ნაჩვენები.

მოკლედ, დიდი მადლობა ბავარიის სახელმწიფო მუზეუმს, რომ ამ გლობუსზე მუშაობის საშუალება მომცა“ - წერს გიორგი კალანდია.