loader

“ვერ ჭამს” თუ “არ ჭამს”, ეს ისეთივე დიდი საექიმო შეცდომის შედეგია..." - რას წერს ექიმი მიხეილ სააკაშვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვერ ჭამს” თუ “არ ჭამს”, ეს ისეთივე დიდი საექიმო შეცდომის შედეგია..." - რას წერს ექიმი მიხეილ სააკაშვილზე?

"სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი თუ "არ ჭამს" და გამიზნულად იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რასაც მძიმე კახექსიამდე მიჰყავს, ეს ისეთივე დიდი საექიმო შეცდომის შედეგია, როგორც ნებისმიერი სხვა დიაგნოზის ვერამოცნობა" - ასე ეხმაურება ექიმი ნანა გეგეჭკორი „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას.

მედიკოსის თქმით, გამიზნული თვითდაზიანების მცდელობასაც ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა განაპირობებს, მისი ამოცნობა და სწორი მკურნალობაც ისეთივე საექიმო ვალდებულებაა, როგორც მაგალითად, აპენდიციტის ან ნებისმიერი სხვა დაავადების.

სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად და უპირობოდ ეკისრება პასუხისმგებლობა მისი მართვის პროცესში ჩართულ ექიმთა ჯგუფს და კლინიკის მართვაში მინაწილე ნებისმიერ პირს. ეს აქსიომაა, რამე მაღალი ინტელექტი არ სჭირდება ამის გაგებას.

"ვერ ჭამს" თუ "არ ჭამს", ორივე თანაბარი სირთულის კლინიკური პრობლემაა და ამოცანის ამოხსნა, პაციენტის საუკეთესო ინტერესებში, ექიმის პროფესიული ვალდებულებაა" - დაწერა ექიმმა. კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა.