“ეს ის პირია, ვისთანაც რატომღაც პირველი მივიდა დაზარალებული... დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა, ვინ გაწირა“- ახალი დეტალები ლაშა ნაკაიძის საქმეს თავდაყირა აყენებს
გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია.
„ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე, რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს.
გოგონას პირადად არ ვიცნობ. პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? - ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი. ცხვირზე დაზიანება აქვსო. იძულებით არავინ მოხსნიდა, დარწმუნებული ვარ. ნაკაიძე არ აღიარებს ბრალს, რადგან დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს, ვინ გაწირა“, - განაცხადა ბიბილეიშვილმა.