მონღოლეთი არეულობამ და საპროტესტო აქციებმა მოიცვა - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები
უკვე რამდენიმე დღეა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში საპროტესტო აქციები არ წყდება.
ამჯერად აქციებს ახალგაზრდები შეუერთდნენ. ხალხი არღვევს მთავრობის სასახლის ღობეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებს შორის არიან დაჭრილებიც.
საპროტესტო აქციების მიზეზი ნახშირთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. მედიის ცნობით, 12 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახშირი დაიკარგა და არსებობს ვარაუდი, რომ თანხა ჩინოვნიკებმა მიითვისეს.
მონღოლეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივნის, პ.საინზორიგის თქმით, მოედანზე შეკრებილთა 90% სტუდენტია. ოფიციალური პირის თქმით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სიტუაცია კანონის ფარგლებს გასცდა და ძალადობაში გადაიზარდა. საინზორიგის თქმით, ოთხი პოლიციელი უკვე დაშავდა.