loader

"ვფიქრობ, კონტრაქტი შემიწყვიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვარ "ქოცი" -  რას პასუხობენ თსუ-ში გია ბუღაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობ, კონტრაქტი შემიწყვიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვარ "ქოცი" -  რას პასუხობენ თსუ-ში გია ბუღაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

"თსუ-დან გათავისუფლებას ვერ ვიტყვი, უბრალოდ კონტრაქტი არ გაგრძელდა და ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ მოდი რა, შენ თვითონ დაახ...ე აქედან... 16 წელია აქ ვმუშაობ, ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ვფიქრობ, კონტრაქტი შემიწყვიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვარ "ქოცი" - ამის შესახებ პროფესორმა გია ბუღაძემ "ფორმულას" განუცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ გია ბუღაძის თსუ-დან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას "ცრუს" უწოდებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ, მან ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას ისევე, როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ 5 კრედიტი", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თსუ ავრცელებს.